ახალი წლისთვის პომიდვრის ცოცხლად შენახვის უნიკალური მეთოდი - მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატებით!
ახალი წლისთვის პომიდვრის ცოცხლად შენახვის უნიკალური მეთოდი - მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატებით!
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გთავაზობთ პომიდვრის ცოცხლად შენახვის შესანიშნავ მეთოდს. ასე თქვენ შეძლებთ, საახალწლოდ ქორფა და გემრიელი პომიდორი გქონდეთ სუფრაზე.
ამასთან არ იყენებთ არც მარილს, არც ძმარს და არც სოდას.
ინგრედიენტები მოცემულია 3 ლიტრიანი ქილისთვის.

ინგრედიენტები

  • მდოგვის ფხვნილი - 5-6 ს/კ
  • პომიდორი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
გაასტერილეთ ქილები.
პომიდორი გარეცხეთ და გაამშრალეთ.
ქილაში ჩაყარეთ ერთი კოვზი მდოგვის ფხვნილი.
პომიდორი ჩაალაგეთ ისე, რომ ძალიან არ ჩაიტკეპნოს. კვლავ ჩაყარეთ მდოგვის ფხვნილი. შემდეგ ისევ პომიდვრის ფენა და ასე გააგრძელეთ, სანამ ქილა არ გაივსება.
სულ ბოლოს მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი და მოხუფეთ სტერილური და მშრალი სახურავით.
გადააგორეთ ქილა მაგიდაზე, რათა მდოგვი თანაბრად მოედოს პომიდვრებს.
შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.
მდოგვში შემავალი ეთერზეთები ახშობს ლპობის გამომწვევ ბაქტერიებს, რის შედეგადაც პომიდორი ქორფა და საღი რჩება.
სცადეთ ამ მეთოდით პომიდვრის შენახვა. დარწმუნებული ვარ, ხშირად გამოგადგებათ.

ტეგები:
კონსერვი პომიდორი ნანახია: 64811