იდეალური ნამცხვარი ჩაისთვის, ლიმონისა და ვაშლის არომატული და წვნიანი გულსართით!
იდეალური ნამცხვარი ჩაისთვის, ლიმონისა და ვაშლის არომატული და წვნიანი გულსართით!
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • ფქვილი - 400 გ
  • კარაქი - 230 გ
  • გამაფხვიერებელი - 3 ჩ/კ
  • არაჟანი - 230 გ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • სახამებელი - 2 ს/კ
  • გულსართისთვის:
  • ვაშლი - მჟავე სახეობის, 4 ცალი
  • ლიმონი - 1-1,5 ცალი
  • შაქარი - 3/4-1 ჭიქა
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
ბისკვიტისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში. გაყავით მიღებული ცომი 1:2-ზე შეფარდებით. გააკეთეთ 2 გუნდა, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ 2 საათით მაცივარში.
ამასობაში გაფცქვენით ვაშლი და გახეხეთ მსხვილად. ლიმონის კანიანად გახეხეთ, შეურიეთ ვაშლს და დაუმატეთ შაქარი.
წვენი, რომელსაც ხილი გამოყოფს, გადაუღვარეთ.
24-26 სმ დიამეტრის ფორმას დააფინეთ პერგამენტი და გააბრტყელეთ მასზე ცომის დიდი ნაჭერი, ამოუწიეთ კიდეები.
მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და გაანაწილეთ გულსართი.
ცომის პატარა გუნდა დაახეხეთ მსხვილად გულსართს ისე, რომ თანაბრად განაწილდეს მთელ ნამცხვარზე.
აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ ცომი ბოლომდე არ გამოშრება.
დაჭრამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სასიამოვნო ჩაისსმას გისურვებთ!

ტეგები:
ნამცხვარი ხილი გულსართი ნანახია: 74577