ორიგინალში ასე მომზადებულ ტეფტელებს - უნივერსალური ქვია... მაგრამ ჩვენ ამ კერძს უნიკალურს დავარქმევდით
+ N/A
ორიგინალში ასე მომზადებულ ტეფტელებს - უნივერსალური ქვია... მაგრამ ჩვენ ამ კერძს უნიკალურს დავარქმევდით
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცის ფარში
  • საფანელი - 1,5 ჭიქა
  • რძე - 1,5 ჭიქა
  • ნაღები - მაღალპროცენტიანი, 1/4 ჭიქა
  • დაჭრილი ოხრახუში - 1/4 ჭიქა
  • მარცვლოვანი მდოგვი - 2 ს/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • შავი პილპილი - 1/2 ჩ/კ
  • დაფქული წითელი წიწაკა - 1/4 ჩ/კ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
იმისათვის, რომ მოამზადოთ ტეფტელები, საქონლის ფარშე შეურიეთ საფანელი, რძე, ნაღები, ოხრახუში, მდოგვი, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და კვერცხი. აურიეთ ხელით კარგად.
გააკეთეთ ბურთულები, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ გაშლილ ლანგარზე და მოათავსეთ საყინულეში 5-10 წუთი.
მანამდე გაახურეთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაში. გაყინული ტეფტელები მოათავსეთ გახურებულ ზეთში და შეწვით, სანამ ყველა მხრიდან არ დაიბრაწება. შემდეგ გადაიტანეთ ქაღლდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით.

ტეგები:
ხორცი ტეფტელები ნანახია: 8312