ნაზი ღვეზელები სოკოს გულსართით
ნაზი ღვეზელები სოკოს გულსართით
დრო 3წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • თბილი წყალი - 1 ჭიქა
  • საფუარი - 1 ჩ/კ
  • გადამდნარი ღორის ქონი - ან ერბო 2 ჩ/კ
  • ზეთი - 2 ჩ/კ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • ფქვილი - 400 გ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • გულსართისთვის:
  • ხის სოკო - 600 გ
  • ხახვი - 3 თავი
  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხის გული - 1 ცალი
მომზადების წესები
მომზადება
თბილ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავასხათ 1 ჭიქა ფქვილში არეულ საფუარს და ვურიოთ, დავუმატოთ ქონი და იმდენი ფქვილი, რომ მოვზილოთ ნაზი ცომი. ხელზე რომ არ მიგვეკროს, ზეთიანი ხელით ვზილოთ. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად. სოკო დავჭრათ და ხახვთან სირთულე ერთად ზეთში მოვშუშოთ. დავუმატოთ სანელებლები. ცომი დავყოთ 50-გრამიან გუნდებად, თითოეულში მოვათავსოთ გულსართი და შევკრათ, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 200-220 გრადუსზე, სანამ დაიბრაწება. მივირთვათ ოდნავ შეგრილებული, როცა დარბილდება.

ჟურნალი "გემრიელი" (ოქტომბრის ნომერი)
ტეგები:
ღვეზელი სოკო ნანახია: 3957