ბოზბაში - ტრადიციული კერძის მომზადების საუკეთესო ვერსია
ბოზბაში - ტრადიციული კერძის მომზადების საუკეთესო ვერსია
დრო 2წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ბოზბაში ტრადიციული ქართული კერძია, რომელსაც სარიტუალო დატვირთვა აქვს. მისი მომზადების ორი ვარიანტი არსებობს, გუფთებით და გუფთების გარეშე. კავკასიურ სამზარეულოში ამ სახელწოდების სხვა კერძებიც მოიპოვება, რომლებიც ქართულ ვერსიას არ ჰგავს.

ინგრედიენტები

  • ცხვრის ხორცი - 1 კგ
  • ხახვი - 3 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) - თითო კონა
  • ცხვრის დუმა - პატარა ნაჭერი (სურვილისამებრ)
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • ძირა
  • ბაჰარის მარცვალი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

მომზადება
ცხვრის ხორცი დავჭრათ, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. დუმა რომ მოიხარშება, ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და ჩავაბრუნოთ ქვაბში. ვისაც ნაკლებცხიმიანი წვნიანი უყვარს, ცხვრის დუმას ნუ გამოიყენებს. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ჩავუმატოთ ბულიონს. ხორცი რომ მოიხარშება, ჩავუმატოთ სანელელები და ტომატპასტა, ბოლოს დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი.

ჟურნალი "გემრიელი" (ოქტომბრის ნომერი)

ტეგები:
ხორცი ბოზბაში კახეთი ნანახია: 19171