დრო
20წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
გსურთ, ვაშლისგან სწრაფად მოამზადოთ უჩვეულო და ძალიან გემრიელი დესერტი? ჩვენ გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს!
ინგრედიენტები
- ვაშლი - 6 ცალი
- შაქარი - 50 გ
- კარაქი - 125 გ
- ფქვილი - 175 გ
- დარიჩინი - 2 ჩ/კ
- ვანილის ნაყინი - 200 გ
- შედედებული რძე - 4 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
გაყინული კარაქი გახეხეთ ან აკეპეთ დანით, ხელით ასრისეთ ფქვილი და შაქარი ფხვიერი მასის მიღებამდე.
გადაიტანეთ მიღებული მასა პერგამენტაფენილ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. მიიღებთ ქრამბლს ვაშლის დესერტისთვის.
გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად 6 ცალი ვაშლი, მოაყარეთ და რიჩინი, აურიეთ გამომცხვარ ქრამბლში და გაანაწილეთ სასურველ ჭურჭელში. სუფრასთან მიიტანეთ ვაშლის ორიგინალური დესერტი ნაყინთან, ნაღებთან ან შედედებულ რძესთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!