ავოკადოს "იოგურტი" თხილით სასარგებლო და განსხვავებული
ავოკადოს "იოგურტი" თხილით სასარგებლო და განსხვავებული
დრო 4წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თხილი - 50 გ
  • ბანანი - 1
  • ავოკადო - 1
  • ფინიკი, უკურკო - 2
  • წყალი - 400 მლ
  • ვანილი
მომზადების წესები
ბანანი დავჭრათ, ჩავდოთ კონტეინერში და შევდგათ საყინულეში რამდენიმე საათით.

თხილს დავასხათ თბილი წყალი და დავალბოთ 30 წუთით, შემდეგ წყალი გადავღვაროთ და თხილს კანი გავაცალოთ.

ავოკადო გავარჩიოთ და რბილობი გადავიტანოთ ბლენდერში , ჩავამატოთ თხილი, ბანანი, ფინიკი, წყალი, ვანილი და ვთქვიფოთ.

მიღებული ''იოგურტი'' ჩავასხათ სანაყინეში და მოვრთოთ ნიგვზებით
ტეგები:
თხილი ბანანი ავოკადო ფინიკი ნანახია: 15259