გაფცქვენით გოგრა და გაასუფთავეთ თესლისგან. დაჭერით დაახლოებით 1,5-1,8 სმ კუბიკებად. დაალაგეთ მჭირდოდ პერგამენტ ან ფოლგადაფენილი ღუმელის ფირფიტაზე. წაუსვით ფუნჯით ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ წიწაკებისა და პროვანსული ბალახების ნარევი, მარილი. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით ნახევარი საათი. გემრიელად მიირთვით.