ორიგინალური ოლივიე სოკოთი
ორიგინალური ოლივიე სოკოთი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 300 გ
  • ქამა სოკო - 300 გ
  • კვერცხი - 5 ცალი
  • მჟავე კიტრი - 3 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ხახვი - 3 თავი
  • მაგარი სახეობის ყველი - 250 გ
  • მაიონეზი 150 გრ
  • ზეთი - 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
გახეხეთ სტაფილო მსხვილად, ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ორივე ზეთში.
სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად და მოხრაკეთ, თავისივე გაშვებული წვენი ბოლომდე არ ამოშრება.
მოხარშული ქათმი ფილე, მჟავე კიტრი და მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად. ყველი გახეხეთ მსხვილად.
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ღრმა ჯამში, აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და მოასხით მაიონეზი!

გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
სოკო სალათა ნანახია: 4600