აუცილებლად მოამზადეთ ყველაზე გემრიელი გოგრის პაი!
აუცილებლად მოამზადეთ ყველაზე გემრიელი გოგრის პაი!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გოგრა, გარჩეული - 400 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • მანის ბურღული - 80 გ
  • ფორთოხლის ცედრა - 1 ჩ/კ
  • დარიჩინი
  • შაქარი - გემოვნებით
  • შვრიის ფანტელი - დაფქული, ფორმაზე მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
მოხარშეთ გოგრა, დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციის მიღებამდე.
დადგით დაბალ ცეცხლზე და შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხი, თან ურიეთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით.
შემდეგ ჩაუმატეთ ნელ-ნელა, მშრალ ტაფაზე მოხალული მანის ბურღული და ხარშეთ 5 წუთი.
დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და დარიჩინი.
გამოსაცხობ ფორმას მოაყარეთ დაფქული შვრიის ფანტელი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
გააცივეთ მთლიანად ფორმაში, შემდეგ კი გადმოიღეთ. სურვილისამებრ, გოგრის პაის ზემოდან მოასხით ნატურალური იოგურტი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ღვეზელი გოგრა ნანახია: 4140