მინესტრონე: ლეონარდო და ვინჩის საყვარელი წვნიანი
მინესტრონე: ლეონარდო და ვინჩის საყვარელი წვნიანი
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი - 3 ფინჯანი
  • გახეხილი პომიდორი - 1 ჭიქა
  • თეთრი ლობიო - 1 ჭიქა
  • ხახვი - 1/2 თავი
  • სტაფილო - დაჭრილი, 1 ჭიქა
  • ნიახურის ღერო - 1 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • პარმეზანი - 30 გ
  • როზმარინის პატარა ტოტი
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • ბაზილიკი (რეჰანი) - დაჭრილი, 1 ს/კ
  • დაჭრილი ოხრახუში - 1/4 ჭიქა
  • ყაბაყი (ან ცუკინი) - საშუალო ზომის, 1 ცალი
  • ისპანახი - დაჭრილი, 2 ჭიქა
  • მაკარონი - 2 ჭიქა
  • პარმეზანი, გახეხილი - თეფშზე მოსაყრელად
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი პომიდორი, დაასხით ბულიონი, დაუმატეთ ლობიო, სტაფილო, ხახვი, ნიორი, მწვანილი, დაფნის ფოთოლი, გახეხილი პარმეზანი, მარილი და წიწაკა. დააფარეთ მჭირდოდ თავსახური და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 3-4 საათი.
40 წუთით ადრე, სანამ წვნიანი მზად იქნება, დაუმატეთ ყაბაყი და ისპანახი. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ კიდევ 30 წუთი.
დაუმატეთ მაკარონი და კიდევ 10 წუთი ხარშეთ. ამოიღეთ წვნიანიდან დაფნის ფოთოლი, როზმარინის ღერი და დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
ამოიღეთ წვნიანი ღრმა თეფშებზე და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.


ტეგები:
წვნიანი იტალიური სამზარეულო ნანახია: 25891