არაჟნის ტორტი - ჰაეროვანი ნეტარება!
არაჟნის ტორტი - ჰაეროვანი ნეტარება!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • ფქვილი - 300 გ
  • არაჟანი - 400 გ
  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი - 100 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
  • კრემი:
  • არაჟანი - 500 გ
  • შაქარი - 100 გ
  • შავი შოკოლადი - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:
დარბილებულ კარაქში გაქენით შაქარი.
დაუმატეთ არაჟანი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გაცრილ ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ არაჟნის მასას. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.
გაყავით ცომი 4 ნაწილად.
მოათავსეთ ცომიე ერთი ნაწილი კარაქწასმულ ფორმაში და გაასწორეთ კოვზით.
ბისკვიტი მაღალზე არ ამოდის.
აცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
ასე გამოაცხვეთ 4-ვე ფენა.
კრემისთვის ათქვიფთ არაჟანი და შაქარი. კრემის 1/3 გადადეთ მოსართავად. დანარჩენი წაუსვით გამომცხვარ და გაცივებულ ბისკვიტებს შორის.
მოათავსეთ მთელი ღამით მაცივარში. დილით გამოიღეთ და წაუსვით ზემოდან დარჩენილი კრემი. მორთეთ გახეხილი შოკოლადით ან კაკაოთი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ტორტი კრემი ნანახია: 4041