მომზადების წესი: 200 გრადუსზე გაახურეთ ღუმელი. საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა, დაასხით ზეთი და ხრაკეთ ისპანაზი 3-5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ გახეხილი ყველი რიკოტა და 30-60 წამი კიდევ თუშეთ. შემდეთ გააგრილეთ. ქათმი ფილეში გააკეთეთ დაახლოებით 1 სმ-ს ჩანაჭრები და ამოავსეთ ისპანახისა და ყველის ფარშით. წაუსვით ქათამს მარილი და წიწაკა გემოვნებით, ზემოდან კი მოაყარეთ ყველი ჩედერი. მოაყარეთ წითელი წიწაკა. აცხვეთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და წვენს არ გამოუშვებს. გემრიელად მიირთვით!