ხაჭოს საუკეთესო დესერტი - გირჩევთ ყველას!
ხაჭოს საუკეთესო დესერტი - გირჩევთ ყველას!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 750 გ
  • კვერცხი - 6 ცალი
  • დარბილებული კარაქი - 175 გ
  • შაქრის პუდრა - 150 გ
  • მანის ბურღული - 85 გ
  • ლიმონი - 1 ცალი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

ლიმონი გარეცხეთ და გახეხეთ ცედრა. გამოწურეთ 2-3 ს/კ წვენი. კარაქი გაქენით შაქრის პუდრასთან ერთად, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი, მანის ბურღული და ხაჭო. ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ხაჭოს მასა და მოასწორეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50-6 წუთი. მზა ნამცხვარი გააცივეთ გამორთულ ღუმელშივე 30 წუთის განმავლობაში. ფრთხილად გადმოიღეთ ნამცხვარი ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა. მიირთვით არაჟანთან, თაფლთან ან მურაბასთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი ხაჭო ნანახია: 9520