არარეალურად გემრიელი, სწრაფი და მარტივი ხაჭაპური
არარეალურად გემრიელი, სწრაფი და მარტივი ხაჭაპური
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • მაწონი (ან კეფირი) - 250 მლ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • სოდა 0,5 ჩკ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • გულსართისთვის:
  • ხაჭო - 200 გ
  • გახეხილი ყველი - 200 გ
  • კარაქი - 50 გ
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
კეფირში გახსენით სოდა, მარილი, აურიეთ, დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი. გააჩერეთ 20 წუთი.
ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ ხაჭო და კარაქი, მარილი - გემოვნებით.
ცომი გაყავით 8 ნაწილად. გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაწილი. ,ჩადეთ გულსართი და მოუკარით კიდეევი. კვლავ გააბრტყელეთ დაახლოებით 1,5 სმ სისქის წრედ.
ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ მშრალ ტაფაზე 2-ვე მხრიდან, დაბალ ცეცხლზე.
გამომცხვარ ხაჭაპურს წაუსვით კარაქი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ცომი ხაჭაპური გულსართი ნანახია: 120340