მომზადება:მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად.სტაფილო გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე. ხახვი ფარშისთვის დაჭერით წვრილად, ნიორი დაჭყლიტეთ.ტეფტელებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში და გააკეთეთ ბურთები სველი ხელებით.დაალაგეთ ტეფტელები ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.სოუსისთვის: გაადნეთ ტაფაზე კარაქი. დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ხრაკეთ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და თუშეთ თავდახურულ ტაფაში 5 წუთი. დაუმატეთ ტომატპასტა და გააგრძელეთ თუშვა 30 წამი.დაუმატეთ ფქვილი და თუშეთ კიდევ 1-2 წუთი, თან ურიეთ.ჩაასხით თბილი ბულიონი, თან ურიეთ. ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი.გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ნაღები, შეანელეთ მარილით და პილპილით.დაასხით სოუსი ტეფტელებს, გადააფარეთ გამოსაცხობ ფორმას ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.გემრიელად მიირთვით!