"კიფლიკები" - მარტივი და გემრიელი ხრაშუნა მილები ჯემით
"კიფლიკები" - მარტივი და გემრიელი ხრაშუნა მილები ჯემით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • კარაქი - გაყინული, 250 გ
  • არაჟანი - 250 მლ
  • შაქრის პუდრა - და ვანილის შაქარი მოსაყრელად
  • ნებისმიერი ხილის ჯემი - გულსართისთვის
მომზადების წესები
მომზადება:
გაცრილ ფქვილში ჩაჭერით კარაქი და დანით აკეპეთ. დაუმატეთ არაჟანი.
მოზილეთ ერთგვაროვანი და რბილი ცომი.
გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფაში და მოაავსეთ მაცივარში 1 საათით, უკეთესია, მთელი ღამით.
შემდეგ გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 3-4 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული სწორკუთხა, საახლოებით 3 მმ სისქის ფირფიტებად.
დაჭერით 7X7 -ზე კვადრატებად, გულში მოათავსეთ ჯემი და გადაახვიეთ მილისებურად. კიდეები შეუწებეთ.
აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოეთბით 15-20 წუთის განმავლობაში.
მზა მილებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი ჯემი ორცხობილა ნანახია: 4403