მომზადება: დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ ვანილი და კვლავ ათქვიფეთ ჰაეროვანი, თეთრი მასის მიღებამდე. პატარ-პატარა ულუფებით დაუმატეთ შედედებული რძე, შემდეგ კი ალკოჰოლი. სულ ბოლოს კრემს დაუმატეთ საცერში გატარებული ხაჭო და ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.