შინ მომზადებული პიკანტური, ღუმელში გამომცხვარი ყველი
შინ მომზადებული პიკანტური, ღუმელში გამომცხვარი ყველი
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 3 ლ
  • მაწონი ან კეფირი - 1 ლ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • მარილი - 10 გ
  • შაქარი - 30 გ
  • კამა - 150 გ
  • თეთრი პილპილი - დაფქული, 1 გ
მომზადების წესები
მომზადება:
კვერცხი და მა წონი (კეფირი) ათქვიფეთ ჩანგლით, დაუმატეთ მარილი, შაქარი და თეთრი პილპილი.
რძე მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ მაწვნის მასა, ადუღეთ რამდენიმე წუთი, სანამ არ შედედდება.
გაცივებული რძის მასა, გაწურეთ მარლიაში. მიღებულ ყველს შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და 3 საათის განმავლობაში მაოთავსეთ სიმძიმის ქვეშ, ცივ ადგილას.
შემდეგ წაუსვით ყველს ათქვეფილი კვერცხის გული და მოათავსეთ გამოსაცხობ, პერგამენტდაფენილ ფორმაში.
აცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით

ტეგები:
რძე ყველი მაწონი ნანახია: 7326