ფენოვანი ცომის ტომრები გემრიელი გულსართით - შესანიშნავი იდეა დღესასწაულებისთვის!
ფენოვანი ცომის ტომრები გემრიელი გულსართით - შესანიშნავი იდეა დღესასწაულებისთვის!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი
  • ქათმის ფილე
  • ქამა სოკო
  • ხახვი
  • გახეხილი ყველი
  • მწვანილის ან მწვანე ხახვის ღერები
  • ზეთი შესაწვავად
  • კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად და შეწვით ზეთში.
სოკო დაჭერით ფირფიტებად და ისიც მოხრაკეთ.
ხახვი დაჭერით წვრილად და ასევე მოხრაკეთ.
მწვანილი დაჭერით წმინდად, ყველი კი გახეხეთ მსხვიად.
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, მოაყარეთ გემოვნებით მარილი.
ფენოვანი ცომი დაახვიეთ რულონივით და დაჭერით პატარა ნჭრებად.
გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი 4-5 მმ სისქის წრეებად.
ჩადეთ თითეულ წრეში მომზადებული გულსართი და მოუკარეით თავი ტომარასათვის. შეკარით მწვანილის ან მწვანე ხახვის ღერით.
მოათავსეთ ღუმელის პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, წაუსვით ათქვფეილი კვერცხის გული.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

ტეგები:
ფენოვანი ცომი გულსართი ნანახია: 4691