ხრაშუნა ნამცხვრები შესქელებული რძითა და თხილით
ხრაშუნა ნამცხვრები შესქელებული რძითა და თხილით
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 1 ჭ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • ათქვეფილი ნაღები - 1/3 ჭიქა
  • თხილი - ან მიწისთხილი, 1 ჭიქა
  • ზღვის მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე
ფქვილში აურიეთ შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ვანილის ექსტრაქტი.
მოზილეთ ცომი და გააკეთეთ კაკლისხელა ბურთები.
მოათავსეთ ცომის ბურთები კარაქწასმულ ლითონის ფირფიტაზე 2-2 სმ-ით ერთმანეთისგან დაშორებით. თითით ჩაზნიქეთ თითოეული შუაგულში.
აცხვეთ 12-14 წუთი, სანამ ნამცხვრები ღია ყავისფერს არ მიიღებს.
გააგრილეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადაიტანეთ ცხაურზე, რათა მთლიანად გაცივდეს.
მაღალცხიმიანი ნაღებში შეურიეთ შესქელებული რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შესქელებული რძე არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მოათავსეთ დაახლოებით 1 ჩ/კ მიღებული კარამელი თითოეულ ნამცხვარში, მოაყარეთ სულ ოდნავ ზღვის მარილი და დაჭრილი თხილი.
გააჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!