დაჭერით ხახვი და სტაფილო წრეებად და მოხრაკეთ ზეთში.გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის გულ-ღვიძლი, დაუმატეთ სტაფილოს და ხახვს და თუშეთ. დაჭერით პომიდორი კუბიკებად და დაუმატეთ გულ-ღვიძლს. ხრაკეთ ძლიერ ცეცხლზე 5-7 წუთი. დაუმატეთ ბულიონი (ან წყალი), ტომატპასტა, მარილი და პილპილი და გააგრძელეთ თუშვა დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი. პერიოდულად ურიეთ.ნიორი და მწვანილი დაჭერით წვრილად და დაუმატეთ კერძს.თუშეთ კიდევ 10 წუთი თავსახურის გარეშე.გემრიელად მიირთვით.