მომზადება:გარეცხელ ქლიავის ჩირს დაასხით ღვინო და გააჩერეთ 3-6 საათი. მოსახერხებელი იქნება, თუკი ამას წინა დღით გააკეთებთ.ჯამში აურიეთ კვერცხი, შაქარი და დარბილებული კარაქი. დაუმატეთ სოდა ძმრით, შემდეგ კი ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი.შავი ქლიავი ამოიღეთ ღვინიდან და დაგულეთ ნიგვზის ლებნებით.ცომს მიეცით ძეხვის ფორმა, დაჭერით 20 თანაბარ ნაჭრად. თითოეული გააბრტყელეთ პატარა ლავაშებად. შუა გულში მოათავსეთ თითო შავი ქლიავის ჩირი ნიგვზით. მოუაკარით კიდეები და გააკეთეთ ბურთულა.მოამზადეთ ამგვარი წესით 30 ბურთულა. დაალაგეთ ღუმელის ფირფიტაზე ისე, რომ მათ შორის დაშორება იყოს, რადგან გამოცხობისას არ შეწებდეს.აცხვეთ ბურთები 200 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.მანამდე მოამზადეთ კრემი: არაჟანს დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და ათქვიფეთ მიქსერით.გამომცხვარ ბურთები ჩაალაგეთ არაჟნის კრემში რამდენიმე წუთით. შემდეგ ამოიღეთ და დაალაგეთ თეფშზე გორასავით. დარჩენილი კრემი მოასხით, რათა შეივსოს ბურთებს შორის ნაპრალები.შავი შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე და მოასხით ტორტს. თეთრი შოკოლადი კი მოახეხეთ. მოათავსეთ დესერტი 5-6 საათით მაცივარში.