სუპერ თხელი ბლინები საიდუმლოთი - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ
სუპერ თხელი ბლინები საიდუმლოთი - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1,5 ჭიქა
  • სახამებელი - 1,5 ჭიქა
  • წყალი - 600 მლ
  • რძე - 600 მლ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • კარაქი - 3 ს/კ
  • შაქარი - 3 ს.კ
  • ვანილის შაქარი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები

მომზადება:
ბლენდერით ან ხელის ზამბარით ათქვიფეთ კვერცხი, თანდათანობით ჩაუმატეთ შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი.
ისე, რომ არ შეწყვიროთ თქვეფა, ჩაუმატეთ რძე და პატარა ულუფებით ფქვილი და სახამებელი.
კარაქი გაადნეთ წყლის აბ აზანაზე, დაუმატეთ ბლინის ცომში და კარგად აურიეთ. წვრილი ნაკადით ჩაიშვით ადუღებული წყალი.
გააჩერეთ 30 წუთი მიღებული ცომი, შემდეგ კი შეუდექით გამოცხობას.
გამოდის უნაზესი, თხელი და ძალიან გემრიელი ბლინები.
მიირთვით თაფლით, მურაბით ან სხვა სასურველი სოუსით.
 

ტეგები:
ბლინები რეცეპტი ნანახია: 165000