კრემ-ბრიულე შოკოლადის ორცხობილით... - თითებს ჩაიკვნეტთ!
კრემ-ბრიულე შოკოლადის ორცხობილით... - თითებს ჩაიკვნეტთ!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 4 ჭიქა
  • შოკოლადის სენდვიჩ-ორცხობილა - 16 ცალი
  • ვანილის შაქარი - 2 ჩ/კ
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსზე.
დააშორეთ სენდვიჩი-ორცხობილა ერთმანეთს ფრთხილად. ორცხობილა მოათავსეთ ერთ ჯამში, ხოლო მისი გულსართი კრემი -  მეორეში.
დაბალ ცეცხლზე დადგით ქვაბი, ჩაასხით ნაღები და ორცხობილას კრემის გულსართი. ათქვიფეთ, სანამ გულსართი არ დადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიიყვანეთ ადუღებამდე.
დაუმატეთ ვანილინი და გადმოდგით ცეცხლიდან. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ.
ჯამრთი ათქვიფეთ კვერცხის გული ½ ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ ნაღები, თან თქვიფეთ შეუჩერებლად.
გადაიტანეთ მაფინების ფორმაში.
დაზიპულ პაკეტში დაფხვენით ორცხობილა და მოაყარეთ თითო სუფრის კოვზი თითოეულ კრემ ბრიულეს.
მოათავსეთ მაფინების ფორმები ღუმელის ფირფიტაზე. ფირფიტას დაასხით ადუღებული წყალი, ისე, რომ ფორმები წყალში ნახევრად მოექცეს  და აცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.
შემდეგ შედგით ფორმებიანად კრემ ბრიულე 2 საათის განმავლობაში მაცივარში.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ თითო კრემ-ბრიულეს 2 ს/კ შაქარი. ოდნავ შეანჯღრიეთ და გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
დესერტი კრემ-ბრიულე ნანახია: 1968