მომზადება:ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი, კეფირი და მწიკვი მარილი. დაუმატეთ გამაფხვიერებლიანი ფქვილი.უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.3 მაგრად მოხარშული კვერცხი და ქათმის მოხარშული ხორცი დაჭერით კუბიკებად. შეურიეთ მზა კარტოფილის პიურე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.ცომის ნახევარი გადაიტანეთ და გაანაწილეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე (წინასწარ დააფინეთ ფოლგა და წაუსვით კარაქი).ზემოდან გაანაწილეთ გულსართი და დაასხით ცომის მეორე ნაწილი.აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.გემრიელად მიირთვით!