საოცრად გემრიელი პიცა ყვავილოვანი კომბოსტოსგან - ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ
საოცრად გემრიელი პიცა ყვავილოვანი კომბოსტოსგან - ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1 მოზრდილი თავი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • მოცარელა ან სულგუნი - 2 ჭიქა
  • ორეგანო - 3 ჩ/კ
  • ნიორი - 4 კბილი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • მოცარელა ან სულგუნი - 1 ჭიქა მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. მოამზადეთ 2 ფორმა ან ერთი დიდი ლითონის ფირფიტა პერგამენტის ქაღალდით.
ყვევილოვანი კომბოსტო დაჭალეთ ყვავილედებად. ჩაყარეთ ბლენდერში ან კომბაინში და დააქუცმაცეთ.
შემდეგ მოათავსე მიკროტალღურ ღუმელში და დააფარეთ თავსახური.
დააყენეთ მიკროტალღური ღუმელი 10 წუთზე. შემდეგ გადაიტანეთ კომბოსტო დიდ ჯამში, დაუმატეთ 4 კვერცხი, 2 ჭიქა მოცარელა, ორეგანო, ნიორი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
გაყავით მიღებული მასა 2 ნაწილად და მოათავსეთ თითოეული ნაწილი მომზადებულ ფირფიტაზე ან ფორმებში.
აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და შეაბრუნეთ კიდევ 5 წუთი ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
პიცა ყვავილოვანი კომბოსტო ნანახია: 4462