ეკლერი ყავისა და თეთრი შოკოლადის კრემით
ეკლერი ყავისა და თეთრი შოკოლადის კრემით
დრო 2წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 250 მლ
  • ფქვილი - 200 გ
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • კრემი:
  • რძე - 500 მლ
  • შაქარი - 100 გ
  • სახამებელი - 2 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი + 2 კვერცხის გული
  • კარაქი - 100 გ
  • თეთრი შოკოლადი - 150 გ
  • ხსნადი ყავა - 2 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება
წყალი, კარაქი და მარილი ერთად წამოვადუღოთ. დავუმატოთ ფქვილი და მოვშუშოთ ცომი 2-3 წუთით დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით. გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. ცომი საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე. ცხელ რძეში გავხსნათ ყავა. შაქართან ერთად გავთქვიფოთ
კვერცხი და კვერცხის გულები, დავუმატოთ სახამებელი და შევურიოთ რძეს. 2-3 წუთი ვხარშოთ. ცხელსვე დავუმატოთ თეთრი შოკოლადი. ცივ კრემს შევათქვიფოთ კარაქი და მოვათავსოთ ეკლერებში. მივირთვათ კენკრასა და შოკოლადთან ერთად.

ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)
ტეგები:
ცომი კრემი შოკოლადი ეკლერი ნანახია: 4100