წიწიბურა სტაფილოთი და კვერცხით - მსუბუქი და სასარგებლო სადილი
წიწიბურა სტაფილოთი და კვერცხით - მსუბუქი და სასარგებლო სადილი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წიწიბურა - 1/2 ჭიქა
  • წყალი - 1 ჭიქა
  • ხახვი - 1 თავი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კვერცხი 1
  • ზეთი - 2 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 1 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
ნახევარი ჭიქა წიწიბურა გარეცხეთ, დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მოხარშეთ, არ მოაყარეთ მარილი.
ტაფაში მოხრაკეთ ხახვი და გახეხილი სტაფილო. გაგრილებულ წიწიბურას დაუმატეთ სოიოს სოუსი.
ტაფაში მოხრაკულ ხახვსა და სტაფილოს დაუმატეთ მოხარშული წიწიბურა სოიოს სოუსით., ამოურიეთ და მოასხით ათქვეფილი კვერცხი.
დააფარეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე თუშეთ 5-6 წუთი.


ტეგები:
წიწიბურა სადილი ნანახია: 8365