ხაჭოს დესერტი ჩიის თესლით
ხაჭოს დესერტი ჩიის თესლით
დრო 5წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ჩია მცენარეა, რომლის სამშობლოდაც ცენტრალური ამერიკა და ავსტრალია ითვლება. მის
თესლს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა ოდითგანვე იყენებს საკვებად. მას გააჩნია მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება და შეიცავს ომეგა3-ს და დიდი რაოდენობით კალციუმს, რის გამოც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 125 გ
  • რძე - 125 მლ
  • ჩიის თესლი - 25 გ
  • თაფლი - 15 გ
მომზადების წესები
მომზადება
ხაჭო და რძე ბლენდერით ავთქვიფოთ, გადავიტანოთ პატარა ქილაში, დავუმატოთ ჩიის თესლი
და თაფლი და კარგად ავურიოთ. დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ მაცივარში 1-2 სთ ან
უკეთესი იქნება მთელი ღამით. გემრიელია ცოცხალი ხილით.

ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)
ტეგები:
ხაჭო კრემი მუსი ნანახია: 2856