ახალი იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის: სალათა "ქვის ყვავილი"
ახალი იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის: სალათა "ქვის ყვავილი"
დრო 15წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1-2 ცალი
  • თინუსის კონსერვი - 50 გ
  • პომიდორი 1 ცალი
  • სალათის ფოთლები - 1 ცალი
  • წითელი ხახვი - 1/3 თავი
  • მაიონეზი - 2-3 ს/კ
  • მწვანილი - გემოვნებით
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
მაგრად მოხარშული კვერცხი დააქუცმაცეთ დანით, დაუმატეთ ჩანგლით აძენძილი თინუსი.
ხახვი დაჭერით წმინდად და დაუმატეთ ძირითად ინგრედიენტებს.
დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი გემოვნებით.
პომიდორი დადეთ ყუნწით ქვემოთ სწორ ზედაპირზე და ჩაჭერით ისე, რომ ბოლოში ნახევარი სანტიმეტრი ჩაუჭრელი დაუტოვოთ. გადაფურჩქნეთ ყვავილივით.
თეფშზე დადეთ სალათის ფურცელი, ზემოდან მოათავსეთ პომიდვრის ყვავილი.
ყვავილის ცენტში კი ჩადეთ სალათა.
შეგიძლიათ მსგავსი ყვავილები სხვადასსვა გულსართით გააკეთოთ.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
სალათა სუფრა ნანახია: 4477