ყველაზე ფაფუკი და არომატული დარიჩინიანი ფუნთუშები
ყველაზე ფაფუკი და არომატული დარიჩინიანი ფუნთუშები
დრო 1წთ
ულუფა 18
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ჭიქა
  • კარაქი - 3 ს/კ
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მშრალი საფუარი - 2 ჩ/კ
  • შიგთავსისთვის:
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • დარიჩინი - 2 ს/კ
  • დარბილებული კარაქი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება
თბილ რძეში ჩავაგდოთ კარაქი და ვაცადოთ გადნობა. ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი, შაქარი,
მარილი და საფუარი. დავუმატოთ კვერცხი და თბილი რძე და მოვზილოთ ცომი. დავდათ ასაფუებლად. შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ შაქარი, დარიჩინი და
დარბილებული კარაქი, გადავახვიოთ რულეტივით, დავჭრათ და დავაწყოთ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და კიდვ ერთხელ დავდგათ ასაფუებლად. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე სანამ ოქროსფერს მიიღებს.

ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)
ტეგები:
ფუნთუშა დარიჩინი ნანახია: 4007