ტარტ ტატენი ფხვიერი ცომით
ტარტ ტატენი ფხვიერი ცომით
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ცომისთვის:
  • კარაქი - 125 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხის გული - 1
  • მწიკვი მარილი
  • ცოტაოდენი წყალი
  • ტოპინგი
  • გაფცქვნილი ვაშლი - 8-10 ცალი
  • კარაქი - 150 გ
  • შაქრის პუდრა - 150 გ
  • დარიჩინი
მომზადების წესები
მომზადება
ცომის ყველა ინგრედიენტი ბლენდერით ან ჩოპერით დავაქუცმაცოთ, სანამ ფხვიერ მასა მივიღებთ. გუნდა გავახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ. ვაშლები შუაზე გავჭრათ. 24 სმ
დიამეტრის ფორმაში დავდოთ კარაქი და გავადნოთ. დავუმატოთ შაქრის პუდრი, ვურიოთ სანამ მასა გალღვება და კარამელის ფერს მიიღებს. დავაწყოთ ზედ ვაშლები და მოვაფრქვიოთ დარიჩინი, გამოვაცხოთ 20 წთ მაღალ ცეცხლზე. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ ყალიბის დიამეტრზე და გადავაფინოთ ვაშლებს. ხელით ოდნავ დავაწვეთ ცომს, ცენტრში ჩავჩხვლიტოთ და 30-40 წთ. 200 გრადუსზე გამოვაცხოთ. ნამცხვარი თეფშხე თავდაყირა გადმოვიღოთ.

ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)
ტეგები:
ცომი გულსართი ნანახია: 2834