მერლინგი წითელი მოცხარით
მერლინგი წითელი მოცხარით
დრო 300წთ
ულუფა 12
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
ამ ეფექტური დესერტის მომზადება საკმაო დროსა და გამოცდილებას მოითხოვს. თუ ბეზეს გამოცხობას შინაურ პირობებში ვერ ვახერხებთ, შეგვიძლია მზა შევიძინოთ.

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • კარაქი - 250 გ
  • რძე - 350 მლ
  • შაქარი - 3 1/3 ჭ
  • კვერცხი - 8
  • მოცხარი, ფორთოხალი ან ალუბალი - 400 გ
მომზადების წესები
1 3/4 ჭიქა შაქრითა და კვერცხის ცილით მოვამზადოთ ბეზეს მასა, გადავიტანოთ თუნუქის ფირცელზე და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე. ზემოდან კარგად რომ მომაგრდება, ღუმლის კარი ოდნავ გამოვხსნათ და კარგად გამოვაშროთ ბეზე.

კვერცხის გულებისა და დარჩენილი შაქრისგან მოვამზადოთ გოგლი-მოგლი, დავასხათ მდუღარე რძე, ავთქვიფოთ და გადავიტანოთ ქვაბში, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. კვერცხიან-რძიანი მასა თან ვთქვიფოთ. როდესაც კრემი ოთახის ტემპერატურაზე შეგრილდება, შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი და ვანილი.

ხილი გავარჩიოთ. გვერდებმოსახსნელ ტორტის ფორმაში ფენა-ფენა მოვათავსოთ გამომცხვარი და შეგრილებული ბეზე, კრემი და ხილი. ბოლო ფენას მოვასხათ კრემი, მოვაყაროთ დაფხვნილი ბეზე და მოვრთოთ ხილით. მომზადებული დესერტი შევდგათ საყინულეში რამდენიმე საათით.


კრემი მცირე-მცირე რაოდენობით, თხლად მოვასხათ ბეზეს ფენას. შეგვიძლია მოვაყაროთ მოხალული და კანგაცლილი ნიგოზიც.


ტეგები:
კვერცხი კრემი რძე ბეზე მოცხარი ნანახია: 79903