გემრიელი და არომატული შოკოლადის კექსი ბანანით - ყველაზე სახელდახელო დესერტი!
გემრიელი და არომატული შოკოლადის კექსი ბანანით - ყველაზე სახელდახელო დესერტი!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • ბანანი - 3 ცალი
  • შაქარი - 180 გ
  • კარაქი - 120 გ
  • კაკაო - 20 გ
  • სოდა - 1/2 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადება:
ერთმანეთში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი - კაკაო, ფქვილი, შაქარი და სოდა.
დაუმატეთ დამტვრეული შკოლადი და აურიეთ.
კვერცხი ათქვიფეთ ხელის ზამბარით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ.
ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით ან დააბლენდერეთ.
ბანანის პიურე შეურიეთ კვერცხის მასას და კარგად აურიეთ. ჩაუმატეთ მშრალი ინგრედიენტების მასა და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გადაიტანეთ ცომი კარაქწასმულ ფორმაში.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთის, 1 საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!