მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი. აურიეთ კარგად დაუმატეთ რძე. შემდეგ დაუმატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი და მოზილეთ ცომი ხელებით. მოათავსეთ ცომი საყინულეში ნახევარი საათით. შემდეგ გამოიღეთ გაყინული ცომი და გახეხეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ისე, რომ თანაბრად განაწილდეს ფორმაზე. შედგით 160 გრადუსზე და აცხვეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ ცომი, შეურიეთ შედედებული რძე და გატარებული ნიგოზი, გადაიტანეთ გირჩის ფორმებში და მოათავსეთ ღუმელში კიდევ 5-10 წუთი. მზა ორცხობილები გადმოიტანეთ გაშლილი თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა.