მოვხარშოთ ქათამი, ამოვიღოთ წვენიდან და ცალკე გადავდოთ. სანამ ქათამი იხარშება, თასში ჩავასხათ ტყემალი, დავაყაროთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, რომ ფქვილი გაიხსნას და კოშტები არ ჰქონდეს, შეგიძლიათ მიქსერითაც ათქვიფოთ. ტყემლიან ჯამში ცოტა-ცოტა ქათმის ბულიონი ჩავასხათ და ვურიოთ. ფქვილი კარგად რომ გაიხსნება, მდუღარე ბულიონში ჩავასხათ და თან ვურიოთ. დავტოვოთ ასე კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში. დავჭრათ ქათამი, ჩავდოთ მზა ბულიონში, დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, 1-2 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი.