მომზადება:ნახევარი პურის ტოსტებიდან ამოიღეთ გული, დატოვეთ ჩარჩოები.დაალაგეთ მთელი პურის ნაჭრები ღუმელის კარაქწასმულ ფირფიტაზე. 4 მათგანზე დაალაგეთ პურის ჩარჩოები.ამოავსეთ ისინი დაჭრილი სოკოთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და გახეხილი ყველი.დანარჩენ 4 ნაჭერ პურზე დაალაგეთ ლორის ფირფიტები, ზემოდან პურის "ჩარჩოები". შუაში კი დაჭრილი პომიდვრის რგოლები დაალაგეთ. ამ 4 ბუტებრბოდზე დაახალეთ თითო კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.შედგით 180 გრადუსზე და აცხვეთ, სანამ კვერცხი არ შეიწვება და ყველი არ გადნება. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშითგემრიელად მიირთვით!