ღრუბელივით ნაზი დესერტი "დღე და ღამე" - აუცილებლად მოამზადებთ ახალი წლისთვის!
ღრუბელივით ნაზი დესერტი "დღე და ღამე" - აუცილებლად მოამზადებთ ახალი წლისთვის!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 4 ს/კ
  • ნაღები - 250 მლ
  • თეთრი შოკოლადი - 100 გ
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • ჟელატინი - 25 გ
  • ცივი წყალი - 140 მლ
მომზადების წესები
მომზადება:
დაალბეთ ცივ წყალში ჟელატინი 1 საათით.
შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ! ურიეთ შეუჩერებლად, რათა ჟელატინი გადნეს. შემდეგ გააგრილეთ.
ათქვიფეთ ნაღები შაქართან ერთად.
გაადნეთ ცალცალკე შავი და თეთრი შოკოლადი.
ჩაასხით ცალ-ცალკე ჯებში და თითოეუს შეურიეთ გამდნარი ჟელატინი და ათქვეფილი ნაღები. კარგად აურიეთ ორივე.
ჩაასხით სასურველ ჭურჭელში (აჯობებს გამჭვირვალეში) ჯერ თეთრი მასა და მოათავსეთ მაცივარში, სანამ არ გამაგრდება. შემდეგ დაასხით შავი შოკოლადის მასა და კვლავ შედგით მაცივარში.
მორთეთ დესერტი ყავის მარცვლებით და პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
დესერტი ჟელე ნანახია: 42834