მომზადება: ჟელატინი დაალბეთ 3 ს/კ ცივ წყალში, ჟელესთვის კი ცალკე - 2-3 ს/კ წყალში 10-10 წუთით. ნაღები და იოგურტი ათქვიფეთ ერთად, დ აუმატეთ მანდარინის წვენი, შაქარი და ვანილის შაქარი. დადგით ცეცხლზე და შეათბეთ შაქრის გადნობამდე (არ მიიყვანოთ ადუღებამდე), გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი (პანა-კოტასთვის) და კარგად აურიეთ. გაწურეთ და ჩამოასხით ფორმებში ან ბოკლებში. მოათავსეთ მაცივარში მასის გამაგრებამდე, დაახლოებით 1 საათით. მანდარინის წვენს შეურიეთ შაქარი, დადგით ცეცხლე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ჟელატინი. კარგად აურიეთ და გააგრილეთ. მაცივრიდან გამოიღეთ გაცივებული პანა-კოტა, ზემოდან მოაწყვეთ მანდარინის რბილობები, დაასხით ჟელე და კვლავ შედგით მაცივარში გამაგრებამდე. გემრიელად მიირთვით