ჟელეს ტორტი ხილით - მისი გემო სამუდამოდ დაგატყვევებთ!
ჟელეს ტორტი ხილით - მისი გემო სამუდამოდ დაგატყვევებთ!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
რჩევა: ამ დესერტში ატმის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მანდარინი, ფორთოხალი, ან ანანასი... თქვენი გემოვნებით მიხედვით.

ინგრედიენტები

  • ატამი დაკონსერვებული ან ახალი
  • ნაღები - 300 მლ
  • ჟელატინი - 1 ს/კ
  • ატმის ჟელე - 1 შეკვრა (90 გ)
მომზადების წესები
მომზადება:
დაჭერით ატამი და მოათავსეთ ფორმის ფრსკერზე.
ჟელე მოამზადეთ შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით და ბოლომდე გააცივეთ. ცოტა უნდა გამაგრდეს.
გადაიტანეთ ჟელე კოვზით ფორმაში, ატმის ზემოდან და მოათავსეთ მაცივარში.
ჟელატინიც გახსენით ინსტრუქციაზე მოცემული წესით. ათქვიფეთ ნაღები სქელი მასის მიღებამდე და შეურიეთ ჟელატინი.
მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში, ჟელეს ზემოდან და მოათავსეთ მაცივარში, სანამ მასა ბოლომდე არ გამაგრდება.
სუფრასთან მიტანის წინ გადმოაბრუნეთ ფორმა თეფშზე ისე, რომ ატმები თავში მოექცეს.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
დესერტი ჟელე ხილი ნანახია: 10241