ხორცი გავრეცხოთ და შევაშროთ. დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ სახამებლის ნაწილი. თითოეული ნაჭერი კარგად უნდა ამოევლოს სახამებელში. სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ბლომად ზეთი. რომ ადუღდება, ჩავყაროთ შიგ ხორცის ნაჭრები. უმჯობესია, ორ წყებად თუ შეწვავთ, რომ ერთმანეთს არ მიეკროს. შემწვარი ხორცი გადმოვიღოთ სამზარეულოს ხელსახოცზე ან საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. ცალკე 2 ს.კ. ზეთში ოდნავ მოვშუშოთ მსვილად დაჭრილი წიწაკა და ხახვი. დავამატოთ ძმარი, შაქარი, კეჩუპი და ვურიოთ, რომ სოუსი ერთგვაროვანი გახდეს. დავამატოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები, დავტოვოთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. 5 სუფრის კოვზ წყალში გავხსნათ 2 ს.კ. სახამებელი და მოშუშვის პროცესში დავუმატოთ კერძს. ბოლოს ჩავყაროთ გაფცქვნილი და მსხვილად დაჭრილი ფორთოხალი და ცეცხლიდან გადმოვდგათ. ამ კერძს გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი.ამ რეცეპტში ღორის ხორცის ნაცვლად შეგვიძლია ქათმის ფილე გამოვიყენოთ.