ძროხის ხორცი ტკბილი წიწაკით აზიურ სტილში
დრო 35წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის რბილი ხორცი - მკერდის ნაჭერი, 500 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი, მოზრდილი
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ჯანჯაფილი - მწიკვი
  • სოიოს სოუსი
  • მოხარშული ბრინჯი - გარნირად
  • სალათის ფოთლები
მომზადების წესები
მომზადება
ძროხის ხორცი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ და დავყაროთ ტაფაზე. თავდახურული ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე. როცა დაიბრაწება, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი რომ დარბილდება, დავაყაროთ თხლად დაჭრილი წიწაკა, დავასხათ სოიის სოუსი, მოვაყაროთ ნიორი და ჯანჯაფილი. ვშუშოთ მომზადებამდე. თეფშზე დავდოთ მოხარშული ბრინჯი, გავუკეთოთ ჩაღრმავება და შიგ მოვათავსოთ მოშუშული ხორცი. ბრინჯს მოვასხათ სოიის სოუსი და მოვრთოთ სალათის ფოთლებით.

ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)
ტეგები:
ბოსტნეული საქონლის ხორცი ნანახია: 3783