საშობაო ტორტი "ნაძვის გირჩი" - გემრიელი და ძალიან ლამაზი!
საშობაო ტორტი "ნაძვის გირჩი" - გემრიელი და ძალიან ლამაზი!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 120 გ
  • კაკაო - 20 გ
  • ფქვილი - 110 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • დაფქული მიხაკი - დანის წვერით
  • ჯანჯაფილი - დარიჩინი, მუსკატის კაკალი - გემოვნებით
  • კრემისთვის:
  • შოკოლადის მასკარპონე - 250 გ
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • კონიაკი - 2 ს/კ
  • შოკოლადის დროპსები - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადება:
გაცერით მშრალი ინგრედიენტები და სანელებლები ერთად.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ თეთრი, ფაფუკი მასის მიღებამდე და შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები.
დაასხით მიღებული ცომი პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და მოასწორეთ.
ფირფიტა მაგიდას დაარტყით რამდენიჯერმე, რათა ცომი უფრო გატანაბრდეს.
აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ ბისკვიტი არ გამოშრება.
გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ ცხაურზე.
კრემისთვის გაადნეთ შოკოლადი.
მასკარპონე ათქვიფეთ მიქსერით, შეათქვიფეთ ოდნავ შემთბარი კონიაკი და დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი. თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მუყაოსგან გამოჭერით გირჩის ტრაფარეტი. გაცივებული ბიკვისიგან ამოჭერით 3-4 თანაბარი სწორკუთხედი.
დადეთ ერთმანეთზე და შემდეგ კი ტრაფარეტზე. ჩამოაჭერით ზედმეტი კიდეები.
წაუსვით ბისკვიტებს შორის ფენებს კრემი, დარჩენილი კი გადაუსვით ზედაპირსა და გვერდზებზე. ზემოდან მორთეთ შოკოლადის დრაჟეთი და მოათავსეთ რამდენიმე საათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
ტორტი კრემი ბისკვიტი ნანახია: 4544