ტირამისუ - შოკოლადის მუსი. საოცარი დესერტი საახალწლოდ!
ტირამისუ - შოკოლადის მუსი. საოცარი დესერტი საახალწლოდ!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია"), შოკოლადის - 36 ცალი
  • ჟელატინი - სწრაფადხსნადი, 1 შეკვრა
  • მუქი რომი ან ყავა ესპრესო - 3 ს/კ
  • ადუღებული წყალი - 1/3 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კაკაო - 2/3 ჭიქა
  • ნაღები - 2 ჭიქა
  • ვანილის ექსტრაქტი - 2 ჩ/კ
  • ტოპინგისთვის:
  • ათქვეფილი ნაღები - 230 გ
  • მასკარპონე - 230 გ
  • შაქრის პუდრა - 4 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
ორცხობილაზე გადაატარეთ ცომის საბრტყელებელი და დაფხვენით.
პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ ცივი ყავა ესპრესო ან რომი ჟელატინი და გააჩერეთ 2 წუთი.
შემდეგ დაუმატეთ ადუღებული წყალი და ურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გადნება.
დიდ ჯამში აურიეთ შაქარი და კაკაო. დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და ვანილი. თქვიფეთ მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ჰაეროვანი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ღრმა, გამჭვირვალე ჭურჭელში პირველ ფენად მოათავსეთ დაფხვნილი ორცხობილა, შემდეგ მუსი და მოათვსეთ მაცივარში 30 წუთი.
ამასობაში ათქვიფეთ ტოპინგისთვის ნაღები მკვრივი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მასკარპონე და შაქრის პუდრა. თქვიფეთ ჰაეროვანი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მუსი გამოიღეთ მაცივრიდან და კოვზით დაადეთ მასკარპონესა და ნაღების მასა. ზემოდან მოაყარეთ კაკაო.

ტეგები:
დესერტი მუსი ტირამისუ ნანახია: 4114