ლამაზი და გემრიელი რულეტი "ფიფქია" - სუფრასთან მიტანისთანავე იჭმება!
ლამაზი და გემრიელი რულეტი "ფიფქია" - სუფრასთან მიტანისთანავე იჭმება!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კრემ-ყველი ან მდნარი ყველი - 2 კოლოფი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • კამა - 1 კონა
  • ნიორი - 1 კბილი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:

ყველი გაყინეთ საყინულეში ნახევარი საათი.
ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და პილპილი, მაიონეზი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ბოსტნეულის სპეციალური საჭრელით გააკეთეთ სტაფილოსგან ლენტები, ამოჭერით სპეციალური საჭრელით პატარა ყვავილები და დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე, რომელიც ღუმელის ფირფიტაზე იქნება დაფენილი.
ნელა და აკურატულად დაასხით ცომი ყვავილებს და ლენტებს. შედგით 180 გრადუსზე და აცხვეთ 10 წუთი ღია-ოქროსფრის მიღებამდე.
გამოიღეთ ყველი საყინულედან, გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ნიორი და კამა, დაუმატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ.
გამომცხვარი მასა გააცივეთ და პერგამენტიანად ამოაბრუნეთ გაშლილ საკვების შესაფუთ ცელოფანზე. მოხსენით პერგამენტი ფრთხილად, რომ არ გაიხეს რულეტი!
სველი კოვზით თანაბრად გაანაწილეთ რულეტის ფირფიტაზე ყველის მასა.
გადაახვიეთ რულეტად, გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით.
სუფრასთან მიტანის წინ ფრთხილად მოახსენით ცელოფანი და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ყველი რულეტი ნანახია: 10350