სწრაფი და მარტივი ტორტი ცხობის გარეშე - "ყავა შოკოლადით" - ტირამისუ ისვენებს!
სწრაფი და მარტივი ტორტი ცხობის გარეშე - "ყავა შოკოლადით" - ტირამისუ ისვენებს!
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაგარი ყავა - შაქრით, 1/2 ჭიქა
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ცალი
  • კაკაო - 1 ს/კ
  • კარაქი - 250 გ
  • ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადება:
თავდაპირველად ვამზადებთ კრემს: შაქარი, კვერცხი კაკაო და ვანილის შაქარი აურიეთ, დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ არ გასქელდება.
გააცივეთ და პატარ-პატარა ულუფებით შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი.
ორცხობილა ჩააწეთ ყავაში და დაალაგეთ ფენებად ტორტის ფორმაში (სასურველია დასაშლელ ფორმაში), თითოეულ ფენას წაუსვით კრემი.
მოათავსეთ მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ტორტი ნამცხვარი შოკოლადი ყავა ნანახია: 5666