ყველის სუფი ყვავილოვანი კომბოსტოთი. გემრიელი და სასარგებლო წვნიანი!
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 3 ს/კ
  • დაჭრილი ხახვი - 1 თავი
  • ფქვილი - 1/2 ჭიქა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • ქათმის ბულიონი - 400 მლ
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1.200 კგ
  • დიჟონის მდოგვი - 1 ჩ/კ
  • ყველი ჩედერი - გახეხილი, 1/2 ჭიქა
  • ყველი პეპერ ჯეკი - გახეხილი, 1/2 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
1. დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი.
2. დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ შეუჩერებლად. დაუმატეთ წყალი და ქათმის ბულიონი.
3. როგორც კი ადუღდება, დაუმატეთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და კვლავ აადუღეთ.
4. დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
5. გადაასხით ბლენდერში და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
6. შემდეგ დააბრუნეთ წვნიანი ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ.
7. დაუმატეთ მარილი და პილპილი, მდოგვი, ყველი და ადუღეთ, სანამ ყველი ბოლომდე არ დადნება.
8. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი არაჟნიან და ოხრახუშიან გარნირთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!