დრო
45წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ბლინებისთვის:
- კარაქი - 6 ს/კ (100 გ)
- რძე - 3 ჭიქა (675 მლ)
- კვერცხი - 6 ცალი
- ფქვილი - 1 1/2 ჭიქა (210 გ)
- კაკაო - 2/3 ჭიქა (80 გ)
- შაქარი - 7 ს/კ (105 გ)
- ათქვეფილი ნაღები - 4 ჭიქა (1 ლ)
- მინანქრისთვის :
- მაღალპროცენტიანი ნაღები - 1 ჭიქა (225 მლ)
- შაქარი - 4 ს/კ (200 გ)
- შავი შოკოლადი - 170 გ
- კარაქი - 1 ს/კ (15 გ)
- შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
შეაცხელეთ კარაქი გაყავისფრებამდე. გადაასხით სხვა ჭურჭელში და გადადეთ გვერდზე.
იგივე ქვაბში გააცხელეთ რძე.
ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, კაკაო და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი, შემდეგ კი ნელ-ნელა კარაქი და თბილი რძე.
ტაფაზე დადგით ბლინის ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაასხით ¼ ჭიქა ცომი ისე, რომ დაფაროს ტაფის მთელი ზედაპირი. შეწვით ბლინები ორივე მხრიდან.
დაალაგეთ ბლინები ერთმანეთზე და თითოეულს წაუსვით ათქვეფილი ნაღები.
ტორტის აწყობის შემდეგ ზემოდან და გვერდებზეც გადაუსვით ნაღები.
მინანქრისთვის: ნაღებში აურიეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეურიეთ წყლის აბაზანაზე გამდნარი შკოლადი და კარაქი. გააგრილეთ და მოასხით ტორტს.
სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!