პასტა ფარფალე ქამა სოკოთი და ყველით
პასტა ფარფალე ქამა სოკოთი და ყველით
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პასტა ფარფალე - 250 გ
  • ხახვი - 1 თავი წვრილად დაჭრილი
  • დანაყილი ნიორი - 2 კბილი
  • ქამა სოკო - თხლად დაჭრილი, 200 გ
  • ნედლი ბარდა - 3/4 ჭიქა
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • რძე - 2 ჭიქა
  • კარაქი - 2 ს/კ
  • ზეთი - 1 ს/კ
  • ჰოლანდიური ყველი - გახეხილი, 100 გ
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • ლიმონი - 1 ცალი, თხლად დაჭრილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება
ფარფალე მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში მომზადებამდე და გადავწუროთ. სოკო 1
წუთის განმავლობაში მოვშუშოთ ზეთში. 1 ს.კ. კარაქში მოვუშოთ ნიორი და ხახვი, სანამ გამჭვირვალე გახდება. დავაყაროთ ფქვილი და ფერს რომ შეიცვლის, დავასხათ რძე. მასას ვურიოთ 5 წთ. სანამ ერთგვაროვანი გახდება. დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და ნახევარი ყველი. ღრმა საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და შიგ მონაცვლეობით ჩავაწყოთ ფარფალე, სოკო და მწვანე ბარდა. ზემოდან მოვაყაროთ ყველი, მოვასხათ სოუსი და ზედ დავაწყოთ ლიმონის ნაჭრები. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ზემოდან გაოქროსფრდება.

ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)
ტეგები:
ყველი პასტა ქამა სოკო ნანახია: 3452